3402 რეგისტრირებული და 1529 გახსნილი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. კვლევა მოიცავს ყველა საგამოძიებო უწყების ინფორმაციას. უწყების ცნობით, 2015 წლის სექტემბერში რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1529 დანაშაული.

დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.94 %. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა – 5.24 %. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 26 452 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 15 245 დანაშაული.

დანაშაულის გახსნის პროცენტია 57.63%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა – 4.48%.

მსგავსი პოსტები

Back to top button