მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
342 – აჭარა, 277 – თბილისი, 198 – იმერეთი – რეგიონების სტატისტიკა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული საავადმყოფოს ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 აჭარაში დაფიქსირდა, 277 კი თბილისში.
მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
„აჭარაში-342 ახალი შემთხვევაა, თბილისში-277, იმერეთში-198, სამეგრელო ზემო სვანეთში-22, გურიაში-11, შიდა ქართლში-12, ქვემო ქართლი-3, მცხეთა-მთიანეთში-10, კახეთში-7, სამცხე-ჯავახეთში არის-3, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-2 ახალი შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ დღეს ვირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა.