35 ქვეყნისგან შემდგარი გუნდი მოითხოვს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა

35 ქვეყნისგან შემდგარი გუნდი, მათ შორის აშშ, გერმანია და ავსტრალია, წინააღმდეგი იქნებიან, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვან. ამის შესახებ ლიეტუვის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.
“ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ბოიკოტი არ დაგვჭირდეს, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია”, – განაცხადა იურგიტა სიუგზდინიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნესკიმ 35 ქვეყნის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რათა აკრძალვისკენ მოწოდება განეხილათ. მისი თქმით, რუსული აგრესიის შედეგად 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.
“თუ არსებობს ოლიმპიური სპორტის სახეობა მკვლელობებითა და სარაკეტო დარტყმებით, იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ლუსი ფრეიზერმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
“მკაფიოდ გავაჟღერე ბრიტანეთის პოზიცია: სანამ პუტინი აგრძელებს თავის ბარბაროსულ ომს, რუსეთი და ბელარუსი არ უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე წარმოდგენილნი”, – თქვა მან.
“ვიცით, რომ რუსი სპორტსმენების 70% სამხედროები არიან. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები მონაწილეობდნენ ოლიმპიურ თამაშებში ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი თამაში მათთვის აშკარად არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და ადგილობრივ სპორტულ სააგენტოებთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის განცხადებით, პარიზის ოლიმპიადად ბოიკოტს გამოუცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მასში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება მისცა ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ იმ რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, სპორტსმენების დაბლოკვა მათი პასპორტის გამო ეწინააღმდეგება ოლიმპიური ქარტიის ღირებულებებსა და მისიას.
ლიეტუველი მინისტრის, იურგიტა შიუგჯინენეს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება 35 ქვეყნის სპორტის მინისტრების მიიღეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კოალიციაში ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ასევე შედიან გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ავსტრალია.
იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კომიტეტი ამტკიცებს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა ჩამოერთვას შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პასპორტის გამო. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსი ტერორისტები განსხვავებულ სიმბოლიკას იყენებენ და ისეც ხდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ყველანაირი სიმბოლიკის გარეშეც ანადგურებენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, კერძოდ ყირიმის ოკუპაცია, “ყველანაირი სიმბოლიკის გარეშე” დაიწყო.
“ამიტომ მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, მაშინ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი – ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.
“რამდენი რუსი სპორტსმენი გამოვიდა ტერორის დაგმობით, რომელიც მათმა სახელმწიფომ გააჩაღა? ფაქტობრივად არ არის არანაირი დაგმობა. მხოლოდ ერთეული ხმები, რომლებიც მალევე ქრება”, – განაცხადა ზელენსკიმ.