თავდასხმა გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე

გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავები ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს არკვევდნენ, რა დროსაც მათთან ავტომანქანით, შეიარაღებული ახალგაზრდა მივიდა და ავტომატი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

მომხდარის თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ ახალგარზდა მამაკაცი ავტომანქანით მიიმალა. ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლადე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის საქმესთან დაკავშირებული პირების დაკითხვა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button