მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის დუმამ ბელარუსის მმართველის ავადმყოფობა დაადასტურა

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ავად გახდა. დეპუტატმა რუსულ გამოცემა “პოდიომს” უთხრა, რომ იცის რა პრობლემა აქვს ლუკაშენკოს, მაგრამ არ დაასახელა დიაგნოზი თუმცა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება

“არაფერია ზებუნებრივი, ეს არ არის კოვიდ, უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ავად გახდა, მან თავის მოვალეობად ჩათვალა მოსკოვში ჩამოსვლა, შემდეგ კი იმავე დღეს საღამოს მინსკში გამართა ღონისძიებები. ალბათ ცოტა დასვენება სჭირდება, სულ ეს არის”, – თქვა ზატულინმა.

9 მაისს, ლუკაშენკა მოსკოვის წითელ მოედანზე დაესწრო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს და მალევე მინსკში დაბრუნდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად გახდა მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ ლუკაშენკა ცუდად გამოიყურებოდა და ფეხით გადაადგილება უჭირდა.

ამასთან უკვე მინსკში, ლუკაშენკომ არ წარმოთქვა “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი ტრადიციული სიტყვა.
14 აპრილს, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი არ მონაწილეობდა სახელმწიფო სიმბოლოების – დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. ლუკაშენკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ადმინისტრაცია არაფერს იუწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button