მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ოკუპირებულ ქალაქ ვოლნოვახაში კადიროველებმა ოჯახი ჩაცხრილეს

რუსებმა ოდესა დაბომბეს

უკრაინაში, ოკუპირებულ ქალაქ ვოლნოვახაში, კადიროველებმა ოჯახი ჩაცხრილეს. მოკლულია ოჯახის 9 წევრი, მათგან ორი არასრულწლოვანია, ყველაზე პატარა 5 წლის იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახლში 2-3 კარგად შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებიც ღამის ხედვის დანადგარებით და მაყუჩიანი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ მოხდა წმენდის ოპერაცია, თითოეული მოკლულის ცხედარი დაცხრილულია და მათ, ძირითადად, თავის არეში ესროდნენ.

მოკლულების ნათესავების თქმით, სახლი არეული არ დახვედრიათ და თავდამსხმელებს სახლიდან ძვირფასი ნივთები არ წაუღიათ.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

მანამდე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავშესაფრებში გადავიდნენ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტა ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თანახმად, სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო ოდესის რაიონში მდებარე გემების სარემონტო ქარხანა. კიპერის ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 2 ადამიანი. რუსეთის არმია უკრაინის ოდესის ოლქს, განსაკუთრებით მის საპორტო ინფრასტრუქტურას, ხშირად უტევს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button