მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება”

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29% კი თვლის, რომ განვითარება სწორი მიმართულებით ხდება.

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშნველოვანი, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% – სიღარიბეს, 37% კი ფასების ზრდასა და ინფლაციას.

რესპოდენტთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება, 30% ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტის განვითარების მაჩვენებელი არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 16% აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტი არ უჭერს.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13 პროცენტი, – არ უჭერს.

გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს. “ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button