382 ადამიანი დაზარალებულია, მათ შორის 95 ბავშვია
ჯანდაცვის სამინისტროს 16 ივნისის, 23:00 საათის ოფიციალური მონაცემებით, აღწერილია სტიქიით დაზარალებული 82 ოჯახი -382 ადამიანი, მათ შორის -95 ბავშვი და 5 ორსული. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ განუცხადა.
მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულებს ძირითადად ესაჭიროებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, საყოფაცხოვრებო ნივთები.
“სამინისტროს მხრიდან,პირველადი დახმარების დარიგება უკვე დაწყებულია.
არც მედიკამენტების და რეცეპტის გამოწერის პრობლემა არ არსებობს”- განაცხადა ბოდოკიამ.