საქართველოსიახლეები
39 300 აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა.
”დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.
რეგისტრირებულთა რაოდენობა:
აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.” – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.