მოზაიკამსოფლიო

ესპანეთის მეფე თვითიზოლაციაშია

ესპანეთის მეფე ფილიპე VI ათდღიან თვითიზოლაციაში გადავიდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის სამეფო სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამეფო სახლის ცნობით, ესპანეთის მეფეს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ფილიპე მეექვსის იზოლაციაში გადასვლის შემდგომ, გაუქმებულია დაგეგმილი საჯარო შეხვედრები.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 500 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 43 131 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button