მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოშიმშილეები დღეიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ

ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი საკრებულოებში, – განუცხადა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კი ზუგდიდშიც ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

“აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას. პირველ რიგში აღვნიშნავ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს პირველი ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა – რაც ნიშნავს იმას რომ ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას, განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით რომ საკრებულოში მათ არა აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოყვეს რიგგარეშე არჩევნები”, – თქვა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, 4 ახლად არჩეული საკრებულოს წევრი და 1 ექიმი, რომლებიც ფრაქცია ენმ-ის ოთახში შიმშილობდნენ, დღეიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. მას საჯარო მოხელეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ესწრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button