4 დოლარიანი მონეტა შეიძლება 60 000 დოლარად გაიყიდოს

1879 წელს ამერიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ავსტრიაში, ჯონ ადამ კეისონმა, ფილადელფიის მონეტის მბეჭდავი საწარმო დაარწმუნა, რომ შტატებს ოთხ დოლარიანი მონეტა სჭირდებოდა.

ამის ზუსტი არგუმენტი და ლოგიკა დროთა განმავლობაში დაიკარგა. თუმცა, მაინც არსებობს მოსაზრება, რომ ოთხ დოლარიანი მონეტა სააერთაშორისო ვალუტისთვის შეიქმნა.

პროექტს მწვანე შუქი მისცეს და მომენტა, რომელსაც ერთ მხარეს დატანებული აქვს გიგანტური ვარსკვლავი, ორ ვერსიად დაიბეჭდა. ერთი ვერსია წარმოადგენდა თავისუფლების ქალ განსახიერებას, რომელსაც თმა ზემოთ ჰქონდა აწეული, ხოლო მეორე ვარიანტში, ქალს თმა ქვემოთ ჰქონდა ჩამოვარცხნილი. მიუხედავად “ქალბატონი მშვიდობის“ სხვადასხვა ვარცხნილობისა, მონეტამ პოპულარობა ვერ მოიპოვა.

„ხალხმა უბრალოდ ალღო ვერ აუღო“ – აცხადებს პოლ სონგი, მონეტებისა და ბანკნოტების ბონჰემსის ოფისის დირექტორი, „მეტისმეტი იყო ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეებისთვის 1880 წელს, რომ საერთაშორისო ვაჭრობაზე ეფიქრათ. მათ უბრალოდ ინტერესი დაკარგეს“

ასე რომ კონგრესმა მონეტების დიდი პარტიის დაბეჭდვა არ გაატარა და პროექტი ჩავარდა. პირველი პარტია, სადაც მხოლოდ 425 მონეტა იყო,სხვადასხვა პოლიტიკოსებს მიჰყიდეს. ყალიბი კი დაშალეს.
ახლა, ამ 425 მონეტიდან ერთ-ერთი ლოს ანჯელესში, ბონჰემსის აუქციონზეგააქვთ. მისი ფასი 50 000 – 60 000 დოლარამდე თანხაში გაიყიდება 6 სექტემბერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button