4 კილოგრამამდე “კოკაინი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა ბრაზილიიდან, დოჰას გავლით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” შემოიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button