4 მილიონი ლარი გამოიყო კახეთის მხარისთვის
ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზიანებული 1300-ზე მეტი სახლის რეაბილიტაცია იწყება – ეს განცხადება რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა.
20 აგვისტოს სტიქიამ მხოლოდ ლაგოდეხში 600-მდე სახლის სახურავი დააზიანა. ამდენივეა ყვარელში. დანარჩენი კი ახმეტაში.
როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა, სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ ლაგოდეხისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
მისი თქმით, “იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50%-ზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, შედრებით მსუბუქი დაზიანება კი შეკეთდება”
სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში 4 მილიონი ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ინფრასტრუქტურული ზიანის გარდა კახეთში მოსახლეობის ნაწილს სახნავ-სათესი სავარგულები და ერთწლიანი კულტურებიც გაუნადგურა, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ ისინი ფულად კომპენსაციას ვერ მიღებენ.