მნიშვნელოვანი

,,პრემიერ-მინისტრის დუმილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო არის დამნაშავე“

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო შეკრების ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ. ამის შესახებ ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აქციის მიზნები კიდევ ერთხელ განმარტა.

,,ჩვენ პრობლემას ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოსა და პოლიციურ მმართველობაში. 12 მაისის ღამე იყო სწორედ პოლიციური სახელმიფოს გამოვლინება და დაშინების მცდელობა საზოგადოების მიმართ. ეს იყო ძალის დემონსტრირება, რომელმაც მასიურად გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა.

ერთადერთი, რასაც პრემიერი აკეთებს, არის ის, რომ დუმს. ეს დუმილი, ჩემი აზრით, ადასტურებს, რომ სახელმწიფო არის დამნაშავე და შესაძლოაის გრძნობდეს კიდეც ამ ბრალეულობას“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხვოვნები უცვლელია: გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, დაინგრეს პოლიციური სისტემა და პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღოს.

აქცია რუსთაველის გამზირზე განახლდა. დემონსრანტებმა პარლამენტის წინ შეკრება 15:00 საათზე დაიწყეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button