მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

4 ქვეყნის ლიდერი მოსკოვში 9 მაისს აღლუმს დაესწრება

შუა აზიის ქვეყნების სულ მცირე ოთხი ლიდერი დაესწრება მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს 9 მაისს – იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპაში აწარმოებს ყველაზე მასშტაბურ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება.

სომხური მედიის ცნობით, ინფორმაციას სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, დაესწრება აღლუმს წითელ მოედანზე და მოინახულებს ტვერის ოლქში განთავსებულ მემორიალს, სადაც პატივს მიაგებს მებრძოლი ყაზახების ხსოვნას. უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი და ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი ადასტურებენ თავიანთ დასწრებას აღლუმზე.

გამარჯვების დღის აღნიშვნის მიზნით, მოსკოვში ჩასვლის მიწვევები მიიღეს ასევე თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა. მათი გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

შარშან 9 მაისს მოსკოვის აღლუმს უცხოეთის არცერთი ლიდერი არ დასწრებია. კრემლმა მაშინ ეს ახსნა იმ გარემოებით, რომ ეს საიუბილეო თარიღი არ იყო.

2021 წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრო ერთადერთი უცხოელი სტუმარი – ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. მაშინ საზეიმო ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 9 მაისს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button