40 წელი შესრულდა პატრიარქის აღსაყდრებიდან

პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. საზეიმო წირვა სვეტიცხოველში აღევლინება. ლიტურგიაზე დასასწრებად საქართველოში მღვდელმთავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

წირვას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წევრებიც. გუშინ კი,ილია მეორეს მონაწილეობით საღამოს მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი ბერად 1957 წელს აღიკვეცა და ილია ეწოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია კი, 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოველში მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button