40 წელი თბილისის დინამოს ევროპული ტრიუმფიდან

40 წელი შესრულდა თბილისის დინამოს ლეგენდარული გამარჯვებიდან. 1981 წლის 13 მაისს ტიტულოვანი ქართული გუნდი, მთავარ მწვრთნელ, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, ევროპული თასების თასის მფლობელი გახდა.
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, ტურნირის ფინალში ერთმანეთს გერმანული კლუბი იენის „კარლ-ცაისი“ და თბილისის „დინამო დაუპირისპირდნენ.
თამაშში ანგარიში გერრმანელებმა გახსნეს. თუმცა ვლადიმერ გუცაევმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე ვიტალი დარასელიამ დავით ყიფიანის პასით გამარჯვების გოლი გერმანელთა კარში, 2 მცველის მოტყუების შედეგად გაიტანა.
თბილისური კლუბის ფიზიოთერაპევტმა, ანზორ გაბიტაშვილმა მატჩის დამთავრებისთანავე მთავარ არბიტრ, იტალიელ რიკარდო ლატანცის ის ბურთი მოპარა, რომლითაც ეს ლეგენდარული შეხვედრა შედგა.
ქართული ტრიუმფის აღმნიშვნელი ინსტრუმენტი ამ დრომდე, გაბიტაშვილის ოჯახში რელიქვიად ინახება. შეგასენებთ, რომ გუნდის ექიმი რამდენიმე დღის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან, ევროპული ტურნირი მხოლოდ კიევის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ აქვს მოგებული.