400-ზე მეტი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო [Photo/Video]

400 მეტი მიგრანტი, რომელიც 4 ნავით ევროპისკენ მიემართებოდა, ხმელთასუა ზღვაში დაიხრჩო, – იუწყება The Daily Mail.

მიგრანტთა უმრავლესობა სომალიდან, ეთიოპიიდან და ერიტრეიდან გაიქცა, რათა იტალიისთვის თავი შეეფარა.

სომალის მასმედია გვაუწყებს, რომ მაშველებმა მხოლოდ 29 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ცნობილია, რომ ლტოვილები ეგვიპტიდან იტალიისკენ მიემართებოდნენ. კატასტროფა აფრიკის სანაპიროსთან მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს ხმელთაშუა ზღვაში 3771 მიგრანტი დაიღუპა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში ევროპაში ხმელთაშუა ზღვით 110 054 ლტოლვილმა შეაღწია, ხოლო 413 დაიხრჩო ან უკვალოდ დაიკარგა.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 23 თებერვლამდე იტალიაში 7507 ლტოლვილმა ხმელთაშუა ზღვით შეაღწია, 92 ადამიანი კი დაიხრჩო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33542″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button