ირაკლი კობახიძე წინასწარ მონაცემებზე კომენტარს აკეთებს

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ 20-ზე მეტმა მაჟორიტარობის კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში.

„ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ არჩევნებში. ამასთან, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button