45%: “რესურსი თვეზე ნაკლებ ხანს მეყოფა”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/lari.jpg)
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მის ოჯახს ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ეყოფა.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე – რამდენი ხნის განმავლობაში ეყოფა თქვენს ოჯახს ფინანსური რესურსი საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე? – 45%-მა უპასუხა, რომ რესურსი ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, 40%-ს – ერთიდან სამ თვემდე, 8%-ს სამიდან ექვს თვემდე, 7%-ს კი, ექვს თვეზე უფრო მეტ ხანს.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 96% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის დასრულებამდე გადასახადების გადახდა უნდა გადაავადოს.
გამოკითხული მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ უნდა გაიზარდოს დახმარება პენსიონერებისთვის; ხოლო 97%-ის აზრით, მთავრობამ ეკონომიკას ხელი გადასახადების შემცირებით უნდა შეუწყოს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით აღნიშნული კვლევა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ “ედისონ რესერჩმა” გასულ კვირას ჩაატარა. ორგანიზაციამ ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოკითხა.