მნიშვნელოვანისიახლეები

45 წელს ზემოთ მოქალაქები დღეიდან “ასტრაზენეკას”ვაქცინისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ

“ასტრაზენეკათი” აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამ ვაქცინისითვის რეგისტრაციის გავლას ,45 წელს გადაცილებული პირები დღეიდან, 12 მაისიდან შეძლებენ.
“ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ.

შეგახსენებთ,საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button