მნიშვნელოვანისაქართველო

45 წუთი მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო

“დააახლოებით 45 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო”, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.

“შეფერხება მეტროს სადგურ „გურამიშვილზე“ იყო და ამიტომ მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, „ვარკეთილიდან“ „დიდუბემდე“ და „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“. ეს არ იყო არც ელექტროსისტემის ხარვეზი და არც მატარებლის დაზიანება. საქმე გვქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზთან. ამ წუთისთვის ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგა”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button