რეგიონი

46 ლარი სოციალურად დაუცველების სააღდგომო ნობათისათვის

თელავში სოციალურად დაუცველები სააღდგომოდ, მხოლოდ 46 ლარისა და 60 თეთრის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 11 აპრილს დასრულდა და ახლა შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

სატენდერო თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 16.313 ლარს შეადგენს.
დასახელებული თანხით, მერიამ, სოციალურად დაუცველებისათვის 350 ცალი სასურსათო კალათი უნდა მოამზადოს, რომელშიც ექვსი დასახელების პროდუქტი იქნება.

” კალათში შედის 1 ცალი სააღდგომო პასკა, 20 ცალი კვერცხი, 2 ლიტრი ზეთი, 1კგ შაქარი, 1ცალი გაყინული ქათამი და 1 კგ ფქვილი”- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ტენდერში გამარჯვებულმა დამკვეთს ნობათები 20 აპრილამდე უნდა მიაწოდოს.
თელავი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სააღდგომო ნობათისათვის თანხა გამოიყო.

კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში სააღდგომო პასკას და კვერცხს, მხოლოდ უმწეოთა და უპოვართა სახლები საკუთარი ბენეფიციარებისთვის გასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button