47 წლის ვეფხია გლურჯიძის მკვლელობაში ბიძაშვილია ეჭვმიტანილი [Audio]

მკვლეობა თელავში – სოფელ ვარდისუბნის ცენტრში, 47 წლის ვეფხია გლურჯიძის მკვლელობაში მისივე ბიძაშვილია ეჭვმიტანილი.

წინასწარი ინფორმაციით, გლურჯიძე საკუთარმა  ბიძაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი გამვლელს ავტომანაქნით სავადმყოფოში გადაჰყავდა რა დროსაც გზაში გარდაცვალა.

ადგილობრივები რადიო “ჰერეთთან” საუბარში ამბობენ, რომ ბიძაშვილებს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

შემთხევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია.

ადგილობრივი ცეზარ კბილაშვილი_თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button