მნიშვნელოვანისიახლეები

48-საათიანი ვადა იწურება

პროკურატურამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს

პროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა იწურება – დღეს ირაკლი შოთაძის უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად.

თუ სახელმწიფო მესამე პრეზიდენტს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებს, ადვოკატებს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნებათ, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზეც.

ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულისთვის სტატუსის მისანიჭებლად ყველა წინაპირობა, მათ შორის ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაც არსებობს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტს, არასათანადო მოპყრობის გამო სერიოზული ზიანი მიადგა.

ადვოკატები ამბობენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დუმს და არ აძლევს მესამე პრეზიდენტს, ჰქონდეს ღირსეული სამედიცინო დახმარება, ისინი აპირებენ, რომ გამოიყენონ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, მათ შორის სასამართლოების გზით, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დონეზე.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.

არ არის გამორიცხული, რომ ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ტრაილერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ წინა სასამართლო პროცესზე ჩვენება უკვე მისცა.

გეტყვით იმას რომ  პროკურატურა ცომაიას საპროცესო გარიგებას ჯერ კიდევ დეკემბერში დაპირდა.

პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე ვიდეო მტკიცებულებების განხილვა მოხდება, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარემ მტკიცებულებები სადაო არ გახადა, მოხდება თუ არა ბრალდებულების გათავისუფლება, პროკურორმა თქვა, რომ “გააჩნია, როგორ წარიმართება პროცესი”

ცნობისთვის, ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, 18 იანვარს მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button