მსოფლიოსიახლეები

484 მილიარდი დოლარი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების დასაძლევად

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად, ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის, 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 388 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი, 5 წავიდა.

აღნიშნული თანხიდან, 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი – საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი – საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი, კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი ორი დღის წინ აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა. პაკეტი ხელმოსაწერად, აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button