მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„5 000 სამხედრო კოლუმბიაში“

28 იანვარს აშშ-მა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა მოაწყო, რომელიც მედიასთან შეხვედრაზე გახსნილი ბლოკნოტით მივიდა. ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ მასზე ეწერა: – „5 000 სამხედრო კოლუმბიაში“.

კოლუმბია სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარტნიორია და ვენესუელასთან საერთო საზღვარი აქვს. საზოგადოებაში უმალვე გავრცელდა ეჭვი, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედრო ჩარევას აპირებს.

თეთრ სახლში ეს პირდაპირ არ უარყვიათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოკლე კომენტარი გააკეთა: „როგორც ადრე ამბობდა პრეზიდენტი, ყველა ვარიანტი განიხილება“.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button