5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა საქართველოში

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგებიც თბილისში, რუსთავში, მცხეთასა და გორშიც იგრძნობოდა.

5 ბალიანი მიწისძვრა ასევე დაფიქსირდა დმანისის ტერიტორიაზე.

 სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ,ეპიცენტრი ქალაქი სიღნაღის სამხრეთ დასავლეთი – 22 კილომეტრზე და სოფელი ქვემო ბოდბეა 15 კილომეტრზე.

როგორც რადიო ჰერეთს თვითმხილველებმა განუცხადეს, სიღნაღსა და ბოდბეში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

რადიო ჰერეთი ასევე ესაუბრა კახეთის გუბერნიის პრესსამსახურს. როგორც ჩვენთან საუბარში პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მადონა ბატიაშვილმა განაცხადა,სამხარეო ადმინისტრაციის და გამგეობის თანამშრომლები სოფლებში გავიდნენ. მათი თქმით, მოსახლეობაში პანიკა არ არის. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

მოგვიანებით, სეისმურმა ცენტრმა ვებგვერდზე მონაცემები შეცვალა და განაცხადა, რომ მიწისძვრა სიღნაღის ნაცვლად დედოფისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მოხდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button