კულტურამნიშვნელოვანიმოზაიკა

5 არტისტის კონცერტი გარდაცვალების შემდეგ

მაიკლ ჯექსონი, ფრედი მერკური, 2pac, ვიკტორ ცოი – არტისტები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს შოუბიზნესში, თუმცა მათი მაგალითით ნათელი ხდება, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი დატოვო ადგილი, სადაც მილიონობით გულშემატკივარი გელოდება.

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის წარმომადგენლები ჰოლოგრამის საშუალებით მომღერლის ტურნეს გამართვას გეგმავენ. ისინი ასევე არტისტის გამოუცემელი ნამუშევრების გავრცელებას აპირებენ.

როგორც უიტნის წარმომადგენელმა, მისმა ყოფილმა მენეჯერმა და რძალმა, პეტ ჰიუსტონმა განაცხადა, შესაძლოა, მომღერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიუზიკლიც დაიდგას.

მანამდე, კი გთავაზობთ 5 გარდაცვლილ არტისტს, რომელთა კონცერტიც ჰოლოგრამით გაიმართა.

2PAC, კოაჩელა, 2012

პირველი აღორძინება დევიდ ალკის კომპანიისთვის, სწორედ 2PAC იყო, ის 2012 წელს კოაჩელას ტურნეზე, სწორედ ჰოლოგრამის საშუალებით გამოჩნდა. მან სნუფ დოგთან და ანდრე რომელ იანგთან ერთად ერთ-ერთი პოპულარული ჰიტი შეასრულა.

მაიკლ ჯექსონი, ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება 2014

2014 წელს, ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე პოპვარსკვლავი მაიკლ ჯექსონი ჰოლოგრამის საშუალებით გამოჩნდა. ჯექსონმა მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა „Slave To The Rhythm” შეასრულა, რომელმაც გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფრედი მერკური, ლონდონის ოლიმპიადის გახსნა 2012

„არ მინდა აქ ჩემი ძვირფასი მეგობრის ჰოლოგრამის გვერდით ვიჯდე, ამას ვერაფრით ვხარშავ ჩემს თავში“ – განაცხადა გიტარისტმა როჯერ ტეილორმა ჟურნალ „Rolling Stone“- ში. თუმცა, ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე როჯერ ტეილორი ფრედი მერკურის გვერდით მაინც  გამოჩნდა.

ვიკტორ ცოი, პატერბურგის ერთ-ერთი არტისტის 50 წლის იუბილეზე

„ვიკტორ ცოი, ცოცხალი ადამიანის კვალობაზე უცნაურად გამოიყურებოდა“ – აღნიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა. ჰოლოგრამის დახმარებით, ვიკტორ ცოის ხილვა რამდენიმე ადამიანმა პეტერბურგში გამართულ ერთ-ერთი არტისტის 50 წლიან იუბილეზე შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button