5 ივლისის მოძალადეების სისხლის სამართლებრივ დასჯას ითხოვს “ნაციონალური მოძარაობა”
5 ივლისის მოძალადების დაიყოვნებლივ დასჯას მოუტხოვს “ნაციონალური მოძრაობა”და გენპროკურატურას მიმართავს
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოძალადე ჯგუფების ხელმძღვანელების სახლებში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ გურამ ფალავანდიშვილი, კონსტანტინე მორგოშია, ზურა მხარაძე, შოთა მარტინენკო ღიად ძალადობისკენ მოუწოდებდნენ რადიკალთა ჯგუფებს და ორგანიზებას უწევდნენ მათ ქმედებებს.
„მოვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა მოწოდებებმა და ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილი – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი„ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურა მახარაძეც.მანამდე მის სახლში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო.
დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის ,ასევე კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.
სამივე მათგანი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.