კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

“ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მედია ჰოლდინგი ჰერეთი სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს Tv პირველს და მედიის ყველა წარმომადგენელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button