კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

5 ივლისს “ფორმულას” ფოტოგრაფზე თავდასხმის გამო 2 მოძალადე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს

5 ივლისს ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ ძალადობისა და ხელშეშლის საქმეზე 2 პირი დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულები 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. არიან. მათ პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button