50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა.

არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ გადალახა.

არჩევნების მეორე ტურში მთავარი კონკურენტები “ქართული ოცნება” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.
მეორე ტურში მონაწილეობენ ასევე ბლოკის “თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” კანდიდატი და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი.

სამი დამოუკიდებელი კანდიდატი კი მთაწმინდის, მცხეთის და ლანჩხუთის მაჟორიტარულ ოლქებში შეეცდება მხარდაჭერის მოპოვებას.

ამასთან, დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

ასევე, საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხის და სენაკის თითო-თითო უბანზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button