მნიშვნელოვანისაქართველო

51-ე სკოლის ,,ბოლო ზარზე” მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, 51-ე სკოლის უკანა ეზოში ერთმანეთს მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ, ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდებს შორის გარჩევის დროს, დანებიც ფიგურირებდა, თუმცა ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ, ამ დრომდე არ გავრცელებულა. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ისიც აღნიშნა, რომ სკოლის ეზოში მოზარდების დაპირისპირბებს სისტემატური ხასიათი აქვს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 2017 წლის 2 დეკემბერს, სწორედ ამ სკოლის ორი მოსწავლე იქნა ცივი იარაღით მოკლული, მოზარდებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button