მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

511 ინფიცირებული და 156 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამავდროულად, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 15-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 5 085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 558 პირი. 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button