2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა

2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა.  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს,სახელმწიფომ  საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მხოლოდ 2013–2014 წლებში მისცა.- ინფორმაციას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, თუ ერთ სრულ წელიწადში ფიზიკური პირის შემოსავალი 1 800 დან 6 000 ლარამდე მერყეობდა, მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება ჰქონდა მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 360 ლარი უკან დაებრუნებინა, ხოლო თუ 1 800 ლარამდე მერყეობდა, დაბრუნებას ექვემდებარებოდა კონკრეტული თანხის 20%.

ორ წელიწადში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ  458 605 შეადგინა. თანხის სახით კი, შემოსავლების სამსახურმა 125 763 640 ლარი გასცა.

მოუსმინეთ ხატია მოისწრაფიშვილს, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button