რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ცნობა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის გვერდზეა მოცემული.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევების 45% უსიმპტომო იყო. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.
გამოჯანმრთელებულია 3 873 პირი.