LifeNews-ის ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან გააძევეს

LifeNews-ის ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან გააძევეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსზე – ხიკმეტ გაჯიევზე დაყრდნობით ადგილობრივი მასმედია ავრცელებს.

გაჯიევის თქმით, რუსი ჟურნალისტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აკრედიტაციის გარეშე მუშაობდნენ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ LifeNews-ი თავის მასალებში რეალურ სიტუაციას ამახინჯებს და არაობიექტურ ინფორმაციას აქვეყნებს.

“აზერბაიჯანულმა მხარემ LifeNews-ის ჟურნალისტების მიმართ კეთილი ნება გამოიჩინა, მაგრამ მათ პროვოკაციული მოღვაწეობა კვლავ გააგრძელეს”, – განმარტა გაჯიევმა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე წლის 2 აპრილს ახალი ძალით იფეთქა. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად, 18 სომეხი სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანის დანაკრგმა კი 12 ადამიანი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button