მნიშვნელოვანისიახლეები

კახეთში მომხდარი მკვლელობისათვის ჯერ არავინ დაუკავებიათ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისათვის ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
ამ დრომდე მძიმეა, მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა.

ორივე თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება და მკურნალობას გადის.
ჰოსპიტალის ექიმის, ვასილ გოთაძის განმარტებით, პაციენტებს მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ მიყენებული.

” ჭრილობები არის ცეცხლნასროლი და საკმაოდ მძიმე, გულმკერდის, ზურგის არეში და პლევრალურ ნაწილებში შეღწეული. ერთი პაციენტი, განსაკუთრებით მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, შოკიდან გამოვიყვანეთ და ვაკვირდებით. მეორე ახალგაზრდაც ცეცხლნასროლი ჭრილობებით არის, მისი დინამიკა დადებითია”– განაცხადა გოთაძემ.
შემთხვევა სოფელ აკურაში, 21 მაისს მოხდა.

მეზობლებს შორის დაწყებული დავა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების ერთ- ერთმა მონაწილემ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და საკუთარი შვილიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button