მსოფლიოსიახლეები

$5,5 მილიონი, პოლიტიკური რეპრესიების საკომპენსაციოდ

უკრაინელმა პოლიტიკოსმა, პარტია და საპარლამენტო ფრაქცია “ბატკივშჩინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ 5,5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო ზარალისთვის, რომელიც მას პოლიტიკური დევნის გამო მიადგა.

ეს ირკვევა ტიმოშენკოს დეკლარაციიდან, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში არის ჩანაწერი 24 აპრილს 148 მილიონ გრივნაზე მეტის ოდენობის თანხის მიღებაზე, რაც დაახლოებით, ხუთნახევარი მილიონი დოლარია. შემოსავლის ტიპად დასახელებულია “კომპენსაცია ზიანისა, რომელიც დადგა 2011-2014 წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგად”. თანხა მიღებული იქნა აშშ-ში, სასამართლოსმდელი შეთანხმების სტადიაზე. თანხების წყაროდ მითითებულია კომპანია Reid, Collins, Tsai LPP, რომელიც ტეხასშია რეგისტრირებული.

2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 2009 წელს გაზის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას რუსეთთან. მას მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მილიონნახევარი გრივნის გადახდა “ნეფტოგაზისთვის”. ციხიდან გამოსვლა ტიმოშენკომ მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ შესძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button