საგანგებო მდგომარეობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში [განახლებული]

თურქეთის პრემიერის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედრო დაჯგუფებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადატრიალების მცდელობა აქვთ.

მისივე თქმით, რამდენიმე გენერალი ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ილდირიმი ასევე აცხადებს, რომ იგი დემოკრატიას არასდროს დათმობს.

ალ ჯაზირას ცნობით ათათურქის აეროპორტი დაკეტილია.

ქალაქში პანიკაა. როიტერსის ცნობით მობილიზებულია სამხედრო ვერტმფრენები, გადაკეტილია ქუჩები. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

საქართველოს ელჩი თურქეთში ბადრი კოპლატაძე პირველ კომენტარს აკეთებს –

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი”

სამხედროებმა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ხულუსი ანკარა მძევლად აიყვანეს, – ამ ინფორმაციას “მოამბე” ავრცელებს, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე დაყრდნობით.

პრეზიდენტ ერდოღანის რეზიდენცია განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. პრემიერ ილდირიმის თქმით მთავრობა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

“ეს მცდელობა არ გამოვა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორები უმძიმესად დაისჯებიან, ხალხმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ არ დავუშვებთ, დემოკრატიის საფრთხის ქვეშ დაყენებას”

თურქეთში მოქმედი საელჩოები საგანგებო რეჟიმში არიან გადასულები.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button