მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“58%: ქვეყანა ზოგადად არასწორი მიმართულებით ვითარდება”

Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 39%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%

ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

ლეიბორისტული პარტია – 3%

ლელო – 3%

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

გირჩი – 2%

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%

სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი 12 თვის განმავლობაში, ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება.

ასე მოსახლეობის 56% ფიქრობს. შესაბამისად, 44% ამბობს, რომ ამ პირობებში მომავალი უარესი იქნება.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პრემიერ გახარიას დადებითად მოსახლეობის მეტი წილი აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს შემდეგნაირად აფასებენ:

გიორგი გახარია – 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;

კახა კალაძე – 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;

ბიძინა ივანიშვილი – 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;

ირაკლი ღარიბაშვილი – 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;

არჩილ თალაკვაძე – 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;

ირაკლი კობახიძე – 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებიდან ყველაზე დადებითად დავით ბაქრაძეს აფასებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება შემდეგნაირია:

დავით ბაქარაძე – 53% პოზიციური; 47% ნეგატიური;

გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო) – 44% პოზიტიური; 56% ნეგატიური;

გრიგოლ ვაშაძე – 41% პოზიტიური; 59% ნეგატიური;

შალვა ნათელაშვილი – 40% პოზიტიური; 60% ნეგატიური;

Edison Research-ის კვლევის ფაგლებში, საქართველოს მოსახლეობას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს როგორც 2004-2012 წლების, ასევე 2012 წლიდან დღევანდლამდე პერიოდს.

2004-2012 წლების პერიოდს მოსახლეობის 76% დადებითად აფასებს, 24% – უარყოფითად.

2012-დან დღევანდლამდე პერიოდს კი, დადებითად 58% აფასებს, უარყოფითად – 42%.

საქართველოს მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა ზოგადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 42% კი ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის 92% ენდობა NATO-სა და ევროკავშირს.

მხოლოდ 8-8% ამბობს, რომ ხსენებული გაერთიანებების მიმართ ნდობა არ აქვს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, – 65% ამბობს, რომ ფინანსური რესურსები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მის ოჯახს მხოლოდ ერთი თვე ან ნაკლებ ხანს ეყოფა.

24% ამბობს, რომ ფინანსური რესურსები ერთიდან სამ თვემდე გაწვდება; 6% ამბობს, რომ ეს პერიოდი სამიდან ექვს თვემდეა; მხოლოდ 5% ამბობს, რომ მის ოჯახს ფინანსური რესურსები ექვს თვეზე მეტხანს ეყოფა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2,1%-ია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button