59 ათას ლარამდე ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოიყო
სოფლების: გურგენიანის, ჰერეთისკარის და კავშირის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 58 700 ლარი დაიხარჯება – გადაწვეტილებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, სამივე საბავშვო ბაღში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩატარდება.
საბავშვო ბაღების ინფრასტუქტურის მოწყობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.