მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
593 ინფიცირებული, 223 გამოჯანმრთელებული საქართველოში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/korona-3.jpg)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამავდროულად, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც გაიზარდა და ამ დროისთვის, 223 ადამიანს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5 028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 537 პირი.
593 ინფიცირებულიდან, 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.