სპორტი

6 მედალი და გუნდური პირველობა მსოფლიოს ჩემპიონატზე #ჭიდაობა

დასრულდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.

ტურნირის ბოლო დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

45 კგ.წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ ისრაელის წარმომადგენელს, ამარე ფეტენეს მოუგო შეხვედრა ანგარიშით 5:0 და მესამე ადგილს დაეუფლა. 60კგ. წონის რატი ხოზრევანიძემ კი ამავე სინჯის მედალი უზბეკ აზიზბეკ იოლდოშევთან ბრძოლაში მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობაზე მთლიანობაში 6 მედალი მოიპოვა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩემპიონის ტიტულის დაეუფლნენ ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ანრი ფუტკარაძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თამაზ ღლონტი, რატი და ანრი ხოზრევანიძეები დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 141 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე უკრაინა გავიდა, მესამე ადგილს კი რუსეთი დაეუფლა.
მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობა მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. გიორგი გოგრიჭიანმა (65 კგ) ვერცხლის, ხოლო თორნიკე სამხარაძემ (80 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button