მნიშვნელოვანისიახლეები

6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უფასოდ შეეძლება

6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ოთხ კომპონენტიანი გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივ პოლიკლინიკებს მიმართონ.

“აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა,” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200-ი ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე კერძო სექტორმა შეისყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button