60 ათასი მანქანებისთვის – ლაგოდეხის გამგეობა ავტოპარკს ანახლებს
60 ათასი ლარი გამოიყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან 4 ავტომობილის შესაძენად. შესაბამისად, ლაგოდეხის გამგეობა უახლოეს მომავალში ავტოპარკს განაახლებს.
გამგებელმა წინადადებით საკრებულოს მიმართა საკრებულომ კი ხმათა უმრავლესობით ეს წინადადება დაამტკიცა.
როგორც მოგვიანებით გამგებელმა კახა ჯამბურიამ რადიო “ჰერეთს” განუცხადა, დღეს არსებული ავტომობილები მოძველებულია და მისი შენახვა იმაზე ძვირი უჯდებათ ვიდრე ახლების შეძენა. გარდა ამისა, გამგებელი ამბობს, რომ “გამგეობის და საკრებულოს სრულფასოვანი მუშაობისთვის ავტოპარკის განახლება აუცილებელია”. ცნობილი გახდა, რომ 3 ახალი მანქანით გამგეობის თანამშრომლები ისარგებლებენ, ერთით კი საკრებულოს თანამშრომლები.
მანქანების შეძენის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა საკრებულოში ვახტანგ დევიძემ და გადაწყვეტილებას “თავხედური” უწოდა. ამბობს, რომ “საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გამგეობა პირად კომფორტზე არ უნდა ზრუნდავდეს”. აქვე დევიძე ამბობს, რომ “მანქანების შეძენით ხალხი ვერანაირი სარგებელს ვერ მიიღებს”.
კახა ჯამბურია_ვახტანგ დევიძე_ხმა