მნიშვნელოვანისიახლეები

60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება-კანონი ამოქმედდება ხვალიდან

ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"მეორე მხარეს კი არის მშვიდობის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ხვალიდან ამოქმედდება, თუმცა შესაბამის ორგანიზაციებს პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან ექნებათ.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ყველა ორგანიზაციას, დაემორჩილონ კანონს.

„დღეს მოვაწერე ხელი გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის. 60 დღის შემდეგ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, უკვე დადგება ვალდებულება, დარეგისტრირდნენ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება ხვალიდან 60 დღეში, დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან.

რაც შეეხება ზოგიერთი ორგანიზაციის განცხადებას კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას, მათ მიერვე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი, ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება.

როდესაც ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ ყველას, ჰკითხოთ ამ ორგანიზაციებს, კანონის ტექსტი თუ არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე? ეს აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ პრობლემა კანონის რომელიმე მუხლთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ იმაში, რომ ხალხისთვის ცნობილი გახდება მათი ფინანსები. ცნობილი გახდება, სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომელზეც შიგა და შიგ შევიტყობთ ხოლმე, რომ იხარჯება რადიკალიზმში, მათ შორის, ორგანიზაციებში, რომლებიც ბოლო პერიოდში ტერორით, მუქარით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ უცხოური დაფინანსება ასოცირდება ასეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ტერორით, მუქარით არიან დაკავებული. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, მიჰყვნენ კანონის ნორმას, სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა.

“კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა. პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში.

გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდნის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის, რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის. ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი, ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.

ამ აპოკალიპტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება, რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. და ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.

დაბოლოს, მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი – დადგე საქართველოს მხარეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს კი არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.

“ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაში. აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button