მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
604 ინფიცირებული და 240 გამოჯანმრთელებული საქართველოში
საქართველოში კორონავირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი, ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4 887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 500 პირი.
604 ინფიცირებულიდან, 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.